ცნობილი მომღერლების ბიოგრაფიები


Rihanna


რიანა (ინგლ. Rihanna /riːˈɑːnə/), სრული სახელი რობინ რიანა ფენტი (დ. 20 თებერვალი, 1988) ბარბადოსელი მომღერალია, რომლის შემოქმედებაც პოპის, R&Bს, რეგის და საცეკვაო მუსიკის გავლენას აჩვენებს. რაიანა მსოფლიოს გარშემო ცნობილი გახდა და ჩარტების პოზიციები დაიპყრო ცნობილი ჰიტებით "Pon de Replay", "SOS", "Unfaithful"; "Break It Off", ხოლო 2007 წელს მან კიდევ ორი ჰიტი სინგლი გამოუშვა "Umbrella" და "Shut Up and Drive" მას შემდეგ მან გამოუშვა ალბომები "Rated R" 2009 წელს და , "Loud" 2010 წელს, ამჟამად ის ახალ ალბომზე "Talk That Talk" მუშაობს რომელიც 2011 წლის ნოემბერში გამოვა,რიანას სიმღერა ”We Found Love” ბრიტანული ჰიტ-პარადის სათავეში მოექცა. ოქტომბრის დასაწყისში გამოსული სიმღერა 87 ათასი ეგზემპლარით გაიყიდა. ამ მაჩვენებლით კი უკანასკნელი 5 წლის მანძილზე რიანამ უკვე მეორედ დაიპყრო ჰიტ-პარადი. სიმღერა მის ახალ ალბომში ”Talk That Talk” შევა






სელენა გომესი


სელენა მარია გომესი (დ. 1992 წლის 22 ივლისს) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია, როგორც ალექს რუსო დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“. ამას გარდა მას მთავარი როლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი,“ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, „პრინცესების დაცვის პროგრამა,“ „რამონა და ბიზუსი,“ „მონტე–კარლო.“

სელენას მუსიკალური კარიერა ასევე წარმატებული აღმოჩნდა. 2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene,“ რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell,“ „A Year Without Rain“ და „When The Sun Goes Down.“ 2008 წლიდან სელენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩია.

ადრეული ცხოვრება 

სელენა დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის არის ყოფილი თეატრის მსახიობის – მენდი ტიფისა – და რიკარდო გომესის შვილი. მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, ხოლო დედას იტალიური ძირი აქვს. მენდი ტიფი სულ 16 წლის იყო როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღეს სელენას მამინაცვალია. გოგონა ხშირად დადიოდა დედასთან თეატრში რეპეტიციების დროს, რამაც გადააწყვეტინა, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა გამხდარიყო და არანაირი სხვა პროფესია არ სურდა.
სამსახიობო კარიერა
2002–06: „ბარნი და მეგობრები“
სელენამ სამსახიობო კარიერა შვიდი წლის ასაკში დაიწყო, გაიანას როლის შესრულებით სერიალში „ბარნი და მეგობრები.“ იგი ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა სერიალებში, სადაც ჰქონდა მცირედი როლები. 2004 წელს იგი დისნეიმ აღმოაჩინა. ამის შემდგომ სელენა გამოჩნდა სერიალში „ჰანა მონტანა“. ამ წლებში ასრულებდა მცირე როლებს ფილმებსა და სერიალებში, შოუებში, რითაც ფართო საზოგადოებას თავი გააცნო.
2007–09: „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“

2007 წელს სელენა გამოჩნდა დისნეის სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, ალექს რუსოს როლში. სერიალი 6 მილიონამდე ადამიანმა ნახა და შეიყვარა, ხოლო სელენას ახალ მაილი საირუსად მოიხსენიებდნენ. ამ სერიალმა სელენას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა.

2008 წელს სელენა გადაიღეს ფილმში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი“, სადაც შეასრულა მთავარი როლი დრიუ სილისთან ერთად. ამავე წელს გაახმოვანა ანიმაციური ფილმი „ჰორტონი“.

2009 წელს სელენამ დემი ლოვატოსთან ერთად მცირე როლი შეასრულა დისნეის სერიალში „სანის აქვს შანსი“, ამის შემდგომ კი დემი და სელენა გადაიღეს ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა“, რომელიც მსახიობის კარიერაში ასევე წარმატებული აღმოჩნდა. ფილმის პრემიერიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო გადაღებები სრულმეტრაჟიანი ფილმისა ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან, რომელიც 11.4 მილიონმა ადამიანმა ნახა.
2010 წლიდან დღემდე 
ფილმის „რამონა და ბიზუსი“ პრემიერა 2010 წლის 23 ივლისს შედგა, მანამდე კი, 2010 წლის მარტში დაიწყო გადაღებები მორიგი ფილმისა:„ მონტე–კარლო“. ამ ფილმში სელენამ მთავარი როლი შეასრულა ლეიტონ მისტერთან და კეტი კესიდისთან ერთად. იგი თამაშობს გრეისისა და კორდილეას როლებს, რომლებიც ფილმში ერთმანეთის ორეულები არიან. საბოლოოდ ფილმის პრემიერა 2011 წლის 1 ივლისს შედგა. ამავე წლის 14 მაისს დასრულდა სერიალის „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“ მეოთხე დასკვნითი სეზონის გადაღებები.

2011 წლის 19 ივნისს სელენამ უმასპინძლა MuchMusic-ის ვიდეოების დაჯილდოებას,ხოლო 2011 წლის 6 ნოემბერს,ბელფასტში,ჩრდილოეთ ირლანდიაში, MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოებას,სადალ შეასრულა თავისი ჯგუფის ახალი სინგლი "Hit The Lights"
მუსიკალური კარიერა 
2009 წელი: სოლო კარიერა

2008 წელს სელენამ ჩაწერა სიმღერა "Cruela De Vill," შემდეგ კი მასზე კლიპიც გადაიღო დისნეის ალბომისათვის "DisneyMania 6." მან ასევე ჩაწერა სამი საუნდრეკი ფილმისათვის "კიდევ ერთი კონკიას ისტორია." სელენამ ასევე ჩაწერა სიმღერა "Fly To Your Heart" და გადაიღო კლიპი ანიმაციური სერიალისთვის "Tinker Bell." 2008 წლის ივლისში, მეთექვსმეტე დაბადების დღემდე, გააფორმა კონტრაქტი "Hollywood Records"-თან. 2009 წელს ჩაწერა დუეტი დემი ლოვატოსთან ერთად სიმღერაზე "One And The Same," ფილმისათვის "პრინცესების დაცვის პროგრამა." შემდეგ მომღერალმა ჩაწერა 4 სიმღერა რომლის ერთ-ერთი მათგანიც გახდა სერიალის "ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" საუნდრეკი. ამავე წლის მაისში სელენამ ჩაწერა დუეტი ცნობილ ჯგუფთან "Forever the Sickest Kids" სიმღერაზე "Whoa Oh!".

ჯგუფი შეიქმნა 2009 წელს, ვოკალისტი არის სელენა გომესი, ისენ რობერტსი უკრავს გიტარაზე,ჯოი კლემენტი - ბასზე, გრეგ გარმენი - დასარტყამ ინსტრუმენტებზე ,ხოლო დეინ ფორესთი - კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. მათი პირველი სადებიუტო სტუდიური ალბომი იყო "Kiss & Tell," რომელიც გამოვიდა 2009 წლის 29 სექტემბერს. 2010 წლის 5 მარტს ეს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ, ხოლო სინგლი "Naturally" 15 ივლისს პლატინის ხარისხით. მეორე ალბომი "A Year Without Rain" გამოვიდა 2010 წლის 17 სექტემბერს, ამ ალბომის დებიუტი ბილბორდ 200–ში მე–4 ადგილზე გავიდა. პირველ კვირაში ალბომის 66,000 ასლი გაიყიდა. 2011 წლის იანვარს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით. ბენდის მესამე ალბომი "When the Sun Goes Down," წინა სახელწოდებით "Otherside," გამოვიდა 28 ივნისს.ალბომის პირველი სინგლი "Who Says" გამოვიდა 14 მარტს, ხოლო მეორე სინგლი – "Love You Like a Love Song" 17 მარტს. 2011 წლის 15 აპრილისთვის ბენდს სულ გაყიდული აქვს 1,354,000 ალბომი








ენრიკე იგლესიასი
ენრიკე იგლესიასი (ესპ. Enrique Iglesias; დ. 8 მაისი, 1975) — ესპანელი მომღერალი, მოდელი და მსახიობი. ენრიკემ კარიერა დაიწყო მექსიკურ ლეიბლთან Fonovisa, რომელიც დაეხმარა მას გამხდარიყო ყველაზე პოპულარული მომღერალი ლათინურ ამერიკაშიდა გაეყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მეტი ესპანურენოვანი ალბომი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მომღერალს. მთელი მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი დისკი გაყიდა..

ენრიკეს ასევე აქვს მალტის მოქალაქეობა.
ადრეული ცხოვრება და კარიერა
ენრიკე დაიბადა მადრიდში. ის არის ესპანელი მომღერლის ხულიო იგლესიასის და ფილიპინელი ჟურნალისტის იზაბელ პრეისლერის მესამე და ბოლო შვილი. მისი მშობლები განქორწინდნენ 1978 წელს. მომდევნო წელს მამამისი საცხოვრებლად გადავიდა მაიამიში და იქ გააგრძელა მუსიკალური კარიერა.
1985 წელს ტერორისტულმა დაჯგუფებამ ETA გაიტაცა ენრიკეს პაპა ხულიო იგლესიას პუგა. შვილების უსაფრთხოების მიზნით იზაბელ პრეისლერმა ენრიკე და მისი და–ძმა მამასთან გაგზავნა საცხოვრებლად მაიამიში. მანამდე ის ასევე ცხოვრობდა ბელგრადში ერთი წელი დედასთან ერთად, რომელიც იქ ჟურნალისტად მუშაობდა. პატარა ენრიკეს ძიძა ზრდიდა. 1993 წელს მან დაამთავრა «Gulliver Preparatory School» და მშობლების ინიციატივით  სწავლა განაგრძო მაიამის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე.

ენრიკეს არ სურდა მამამისს სცოდნობა მისი გეგმების შესახებ მუსიკალურ კარიერასთან დაკავშირებით და არც ის უნდოდა, რომ ცნობილი გვარი დახმარებოდა წარმატების მიღწევაში. მისი პირველი სიმღერების შთაგონების წყარო იყო ტინეიჯერობისდროინდელი შეყვარებული კრისტი დებლერი. ძიძისგან ნასესხები ფულით იგლესიასმა ჩაწერა ერთი ესპანური და ორი ინგლისური სიმღერა. ის მღეროდა სასცენო ფსევდონიმით – ენრიკე მარტინესი (ესპ.Enrique Martinez). კოლეჯიდან გამოსვლის შემდეგ ის გაემგზავრა ტორონტოში ექვსი თვით სადებიუტო ალბომის ჩასაწერად.


კარიერა
Enrique Iglesias 
1995 წლის 12 ივლისს ენრიკემ გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Enrique Iglesias“, რომელშიც შედიოდა მსუბუქი როკ–ბალადები და ისეთი ჰიტები, როგორიცაა „Si Tú Te Vas“, „Experiencia Religiosa“ და სხვა. პირველივე კვირას ალბომის ნახევარი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მოგვიანებით ამ ალბომმა ენრიკე იგლესიასს გრემის ჯილდო ააღებინა ნომინაციაში საუკეთესო ლათინური პოპი.
Vivir
1997 წელს უკვე სახელგანთქმულმა ენრიკე იგლესიასმა გამოუშვა რიგით მეორე ალბომი „Vivir“ („ცხოვრება“). ამ ალბომში იყო ბრიტანული ჯგუფის Yazoo–ს სიმღერის „Only You“ ესპანურენოვანი ქავერი „Solo en Tí“.

1998 ენრიკე იგლესიასი ნომინირებული იყო American Music Award–ზე კატეგორიაში «საუკეთესო ლათინოამერიკელი მომღერალი». ამავე კატეგორიაში ნომინირებულებს შორის იყო ხულიო იგლესიასიც, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ჯილდოს მისი შვილი აიღებდა, ის დარბაზს დატოვებდა. ენრიკე მოერიდა სკანდალს და უარი განაცხადა პრემიაზე.
Cosas del Amor 
1998 იგლესიასის მესამე ალბომი „Cosas del Amor“ („სიყვარულის ნივთები“) გამოვიდა, რომელშიც შევიდა ენრიკეს ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორიცაა „Esperanza“ და „Nunca Te Olvidaré“. ორივე მათგანი მალევე მოექცა ლათინური ჩარტების სათავეში.

ალბომისთვის პრომოუშენის გასაწევათ იგლესიასი წავიდა მცირე ტურნეში, რომელსაც მოყვა უფრო დიდი ტურნე მთელი მსოფლიოში. „Cosas del Amor“ ტურნე არის პირველი, რომელსაც სპონსორობა გაუწია მაკ დონალდსმა.

მან აიღო ამერიკის მუსიკალური ჯილდო(American Music Award) კატეგორიაში «საუკეთესო ლათინოამერიკელი მომღერალი».
Enrique 
1999 წელს მუსიკალური ჩარტების სათავეები დაიკავა ფილმის Wild Wild West საუნდტრეკმა „Bailamos“. ამ წარმატების შემდეგ მრავალმა ცნობილმა ლეიბლმა გამოთქვა მასთან თანამშრომლობის სურვილი. ენრიკემ Interscope აირჩია და ჩაწერა პირველი მთლიანად ინგლისურენოვანი ალბომი „Enrique“. ამ ალბომის ჩაწერას ორი თვე დასჭირდა და მასში შედიოდა დუეტი უიტნი ჰიუსტონთან „Could I Have This Kiss Forever“ და ბრუს სპრინგსტინის სიმღერის „Sad Eyes“ ქავერ ვერსია. ალბომის მესამე სინგლმაც „Be With You“ ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ბოლო სინგლი ამ ალბომიდან იყო „You're My #1“, რომლის რამდემინე ვარიანტი ჩაიწერა ადგილობრივ მომღერლებთან: ალსუსთან რუსეთში, სენდი და ჯუნიორთან ბრაზილიაში და ვალენ ჰსუსთან აზიაში.
Escape 
ენრიკე იგლესიასის მომდევნო ალბომი იყო „Escape“. მისი პირველი სინგლი „Hero“ ნომერი პირველი ჰიტი გახდა გაერთანებულ სამეფოში და ბევრ სხვა ქვეყანაში. ამავე ალბომში შევიდა სინგლები „Maybe“ და დუეტი ლიონელ რიჩისთან „To Love a Woman“.

ალბომის წარმატება ენრიკემ აღნიშნა ტურნეთი „One-Night Stand World Tour“, რომლის ფარგლებშიც მან 50 კონცერტი გამართა 16 ქვეყანაში. ტურნე დასრულდა გრანდიოზული შოუთი ბუქარესტში, რუმინეთი. ამავე დღეს გაიმართა "Love to See You Cry" ვიდეო კლიპის პრემიერა MTV–ს ეთერში.
Quizás
2002 წელს იგლესიასმა გადაწყვიტა გამოეშვა მეოთხე ესპანურენოვანი ალბომი „Quizás“ („ალბათ“). სამი სიმღერა ამ ალბომიდან გამოშვებული იქნა როგორც ცალკეული სინგლიც. ესენია: „Quizás“, „Para Qué La Vida“ და „Mentiroso“. სიმღერის „Quizás“ ტექსტი არის ენრიკეს და მისი მამის დაძაბული ურთიერთობის შესახებ.
"7"
ერთი წლის შემდეგ ენრიკე იგლესიასმა გამოუსვა რიგით მესვიდე ალბომი „7“. ალბომში არის სიმღერა „Be Yourself“, რომელიც არის დამოუკიდებლობის შესახებ. მისამღერში ენრიკე იხსენებს როგორ არ სჯეროდათ მის მშობლებს, რომ ის ოდესმე მუსიკალურ კარიერაში წარმატებას მიაღწევდა.

ენრიკეს პარალელურად ხულიო იგლესიასმა გამოუშვა რიგით ცამოცდამეჩვიდმეტე ალბომი ანალოგიური სახელწოდებით „77“. კრიტიკოსებმა ენრიკეს ალბომი უარყოფითად შეაფასეს, ხულიოსამ კი დიდი პოპულარობა მოიპოვა.


Insomniac
ენრიკე იგლესიასმა ალბომი „Insomniac“(„უძილო“) გამოუშვა 2007 წლის 12 ივნისს. ალბომს ეს სახელი დაერქვა იმიტომ, რომ ის ძირითადად ღამით ჩაიწერა. Insomniac შეიცავდა უფრო მეტად პოპის ჟანრის მუსიკას ენრიკეს წინა ალბომებისგან განსხვავებით, რომლებსაც R&B–ს მიაკუთვნებდნენ.

პირველი სინგლი ამ ალბომიდან „Do You Know? (The Ping Pong Song)“ გახდა საერთაშორისო ჰიტი. მისი ესპანური ვერსია „Dimelo“ შვიდი კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო ლათინური ჩარტების ბილბორდებზე. არანაკლები პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა „Somebody's Me“ და „Tired of Being Sorry“. ამ უკანასკნელის დუეტ ვერსია ენრიკემ ფრანგ მომღერალ ნადიასთან ჩაწერა.

„Can You Hear Me“ აირჩიეს უეფას ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალურ სიმღერად..იგლესიასმა შეასრულა ეს სიმღერა 2008 წლის 29 ივნისს ფინალზე ვენაში, ავსტრია..
„95/08 Éxitos“ და „Greatest Hits“ 

2008 წელს ენრიკემ გამოუშვა ალბომი–კრებული, რომელშიც შედიოდა თორმეტი მისი ყველაზე ცნობილი ესპანური ჰიტი და ორი ახალი სიმღერა „Lloro Por Tì“ და „¿Dondé Éstan Corazòn?“. ამავე ალბომში იყო სიმღერების „Rhythem Divine“ და „Hero“ ესპანურენოვანი ვარიანტები „Ritmo Total“ და „Heroé“. ასევე სუპერჰიტი „Bailamos“ ინგლისურად და ესპანურად. ალბომი „95/08 Éxitos“ გახდა პლატინის დისკი აშშ–ში და ოქროსი თითქმის მთელ ევროპაში.

მოგვიანებით, 21 ნოემბერს გამოვიდა ენრიკეს ინგლისურენოვანი ჰიტების ანალოგიური კრებული „Greatest Hits“, რომელშიც შევიდა 15 ინგლისური სიმღერა და ორი პოტენციური ჰიტი – დუეტები შონ კარეტთან „Away“ და სიარასთან „Takin' Вack My Love“. ალბომის გაოსვლიდან არც ისე დიდი დროში მისი 520 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა.

როლი კინოში 
1998 წელს ენრიკე იყო რესტორნების ქსელის მაკ დონალდსის სახე, რომელმაც სპონსორობა გაუწია მის ტურნეს „Cosas Del Amor Tour“. 2000 წელს ენრიკე გადაიღეს პეპსის რეკლამაში ბრიტნი სპირსთან, პინკთან და ბიონსესთან ერთად.. ამის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო ფილმში „Once Upon a Time in Mexico“ ანტონიო ბანდერასთან, სელმა ჰაიეკთან და ჯონი დეპთან ერთად. 2002 წელს ენრიკე გადაიღეს ტომი ჰილფიგერის ახალი არომატის «True Star Man» რეკლამაში

http://ka.wikipedia.org/wiki/ენრიკე_იგლესიასი




                                         

                                    მაიკლ ჯექსონი


მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი (ინგლ. Michael Joseph Jackson, (დ. 29 აგვისტო, 1958 – გ. 25 ივნისი, 2009), ასევე ცნობილი როგორც MJ ან "პოპის მეფე" იყო ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და პოპ კერპი. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო. თავდაპირველად მან სახელი გაითქვა ძმებთან ერთად, ჯგუფით The Jackson 5, ხოლო 1971 წლიდან სოლო კარიერა დაიწყო.


1980-იანი წლების დასაწყისში მაიკლი იქცა დომინირებად ფიგურად პოპულარულ მუსიკაში. მისი სიმღერების ვიდეოკლიპებმა, განსაკუთრებით "Beat It", "Billie Jean" და "Thriller" მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვიზუალური ხელოვნების, კერძოდ, ვიდეოკლიპების ტრადიციების განვითარებაში, რამაც ტელეარხ MTV-საც დიდი პოპულარობა მოუტანა. 1990-იან წლებში მაიკლი ასევე იყო ტელეეთერის მუდმივი მონაწილე, მაგალითად, კლიპებით "Black or White" და "Scream". სასცენო გამოსვლებისა და მუსიკალური კლიპების დახმარებით ჯექსონმა პოპულარობა მოუტანა საკუთარ საცეკვაო ილეთებს, როგორიც იყო „რობოტის ცეკვა“ და „გასეირნება მთვარეზე“. მისი სიმღერების ჟღერადობისა და ვოკალური შესრულების ტექნიკამ გავლენა იქონია ჰიპ ჰოპზე, პოპზე, თანამედროვე რითმ-ენდ-ბლუზსა და როკ მუსიკაზე.


ჯექსონის 1982 წლის დისკი Thriller ითვლება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად. მისი სხვა ალბომები, მათ შორის Off the Wall (1979), Bad (1987), Dangerous (1991) და HIStory (1995) ასევე ითვლება მსოფლიო ბესტსერებად. ჯექსონი იმ რამდენიმე შემსრულებელს შორის არის, რომლებიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. იგი ასევე შეყვანილი იქნა ცეკვის დიდების დარბაზში როგორც პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი მოცეკვავე პოპისა და როკ-ენ-როლის სამყაროდან. მის დამსახურებებსა და ჯილდოებს შორის არის: გინესის მსოფლიო რეკორდები, 13 გრემი, 26 ამერიკული მუსიკის ჯილდო (ყველაზე მეტი ამ ჯილდოს არსებობის ისტორიაში, მათ შორის - ’საუკუნის შემსრულებლის’ კატეგორიაში); 13 სინგლი, მოხვედრილი #1 პოზიციაზე აშშ-ს ჩარტებში მისი სოლო-კარიერის მანძილზე და მსოფლიო მასშტაბით გაყიდული დაახლოებით 750 მილიონი ჩანაწერი. ჯექსონს ასევე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.

მაიკლი ასევე იყო ცნობილი ფილანტროპი და ჰუმანისტი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა და მილიონობით აშშ დოლარით უზრუნველყოფდა რამდენიმე ათეულ ფონდს. დევიდ უინტერსის თანახმად, მაიკლი ათეულობით მილიონ დოლარს ანონიმურად გადასცემდა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდებს და დროის დიდ ნაწილს უთმობდა მძიმედ დაავადებული ბავშვების მონახულებას. საავადმყოფოებში ვიზიტის დასრულებისთანავე იგი ინტერესდებოდა, თუ რა იყო აუცილებელი ამა თუ იმ ბავშვისათვის და ასევე ანონიმურ გადარიცხვებს აწარმოებდა, რათა საავადმყოფოებს შეეძინათ შესაბამისი საშუალებები.

ჯექსონის ცხოვრების ასპექტები, მათ შორის, ცვლილებები მის გარეგნობაში, პირადი ურთიერთობები და ქცევები იწვევდნენ სკანდალებს. 1993 წელს იგი დადანაშაულებული იქნა მცირეწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში, თუმცა მოგვიანებით მისი ბრალეულობა დამტკიცებული არ იქნა. 2005 წელს მას იგივე მიზეზით უჩივლეს, მაგრამ მაიკლი კვლავ უდანაშაულოდ სცენს.

კონცერტების სერიის This Is It მომზადების პერიოდში მაიკლი გარდაიცვალა, რის მიზეზად ოფიციალურად იქნა დასახელებული პროპოფოლისა და ლორაზეპამის ჭარბი რაოდენობა. წარმოიშვა ვარაუდები, რომ მრავალი შეცდომა მუსიკოსის მკურნალობისას დაუშვა მისმა პირადმა ექიმმა, კონრად მიურეიმ. მაიკლის დასაფლავების ცერემონია გადაიცემოდა პირდაპირ ტელეეთერში - მას დაახლოებით მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს.

2010 წლის მარტში კომპანიამ Sony Music Entertainment ხელი მოაწერა სპეციალურ კონტრაქტს ჯექსონის მემკვიდრეებთან, რითაც მას 2017 წლამდე გაუხანგრძლივდა მაიკლის ჩანაწერების გამოყენების უფლება. შესაბამისად, კომპანის უფლება მიეცა, ამ ვადაში გამოეცა შვიდი ალბომი მუსიკოსის გამოუცემელი მასალით.














http://ka.wikipedia.org/wiki/მაიკლ_ჯექსონი








მადონა

მადონა, სრული სახელი: მადონა ლუიზა ჩიკონე (დ. 16 აგვისტო ) — და  ცნობილია ინოვაციური  და საგულდაგულოდ დადგმული წარმოდგენებით. ასევე, საკუთარ შემოქმედებაში სკანდალური ხასიათის პოლიტიკური, სექსუალური და რელიგიური თემატიკის გამოყენებით. ჩვეულებრივ, მას „პოპის დედოფალს“ უწოდებენ. მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 175 მილიონი ალბომისა და 75 მილიონი სინგლის წყალობით,გინესის მსოფლიო რეკორდების წიგმნა" მადონა "ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სოლო მომღერალ ქალად" დაასახელა,ხოლო 2007 წელს, იგივე "გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა"და მუსიკალურმა ჟურნალმა ”ბილბორდი” მადონა "ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან სოლო მომღერალ ქალად" აღიარა. ბიზნეს-ჟურნალ ”” მონაცემებით, ამერიკელი მომღერლის ქონება 325 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.— მისმა მსოფლიო ტურნემ -მა ორგანიზატორებს 260.1 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა მეტიც, მადონას კიდევ ერთ რეკორდს მიაწერენ — "მომღერალი ქალის მიერ ჩატარებული ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე"

No comments:

Post a Comment