Friday, February 8, 2013

კრიშტიანუ რონალდუ


კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ (პორტ: Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro) (დ. 5 თებერვალი, 1985, ფუნშალი, პორტუგალია) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალში ასპარეზობს. რონალდუ ასევე პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წევრია. 2007-2008 წლების სეზონში რონალდუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, ის დაასახელეს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.

იოჰან კრუიფმა 2008 წლის 2 აპრილის ინტერვიუში პორტუგალიელ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა: „რონალდუ უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი“.
ბიოგრაფია 

რიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ დაიბადა მარია დოლორეს დუშ სანტუშის და ჟოზე დინის ავეირუს ოჯახში. მისი მეტსახელი „რონალდუ“, უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი გახლდათ. კრიშტიანუს ჰყავს უფროსი ძმა, უგო და ასევე უფროსი დები — ელმა და ლილიანა კატია.
საკლუბო კარიერა
ადრეული წლები 


ბავშვობაში რონალდუს საყვარელი გუნდი ლისაბონის ბენფიკა იყო. რვა წლის ასაკში, კრიშტიანუ ანდორინიაში ასპარეზობდა, საიდანაც 1995 წელს ის ნასიონალში გადაბარგდა. ამ კლუბის რიგებში ფეხბურთელმა პორტუგალის ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოიგო და 2 წლის შემდეგ უკვე პორტუგალიის ერთერთ წამყვან კლუბში, - ლისაბონის სპორტინგში გადაბარგდა. ამ ტრანსფერის თანხა დღემდე უცნობია.
სპორტინგი

რონალდუ თავიდანვე ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. თუმცა ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი სპორტინგის ისტორიაში, რომელსაც 16-წლამდელთა გუნდიდან ძირითად გუნდში გადასვლისათვის სულ რაღაც 1 სეზონი დასჭირდა. მან სწორედ ამ დროში გაიარა 4 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი. სადებიუტო შეხვედრაში კრიშტიანუმ მორეირენსეს ორი გოლი გაუტანა. იმავე წელს კი ეროვნული გუნდის რიგებში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

რონალდუს შეძენის პირველი მსურველი გახლდათ ინგლისური ლივერპული, თუმცა ბრიტანელების მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალგაზრდული ასაკის გამო არ გადაიბირა. სამაგიეროდ, რონალდუს თამაშით სრულიად კმაყოფილი დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც კრიშტიანუს ასპარეზობით 2003 წლის ზაფხულში მოიხიბლა, როცა სპორტინგმა ამხანაგურ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი სწორედ რონალდუს დიდებული თამაშის ხარჯზე დაამარცხა. ინგლისური გრანდის ფეხბურთელები რონალდუს თამაშით აღფრთოვანებულები დარჩნენ და სწორედ მათ ურჩიეს ფერგიუსონს ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება.
მანჩესტერ იუნაიტედი 

რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი 2003 წლის ზაფხულში გახდა, როცა ის ინგლისურმა კლუბმა 12,24 მლნ. ევროდ შეიძინა. თავიდანვე კრიშტიანუმ 28-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა განიზრახა. ამს არ სურდა მიეღო ვაკანტრუი მე-7 ნომერი, რომელითაც თავის დროზე იუნაიტედის ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი. "როდესაც გუნდს შევუერთდი, მწვრთნელმა მითხრა, თუ რა ნომრით მსურდა ასპარეზობა. მე 28 დავუსახელე. მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა, რომ ადრე თუ გვიან 7-ნომრიან მაისურს მაინც მოვირგებდი და ჯობდა ეს ახალვე მოხმდარიყო. ეს კი ჩემთვის მოტივაციის ძალიან დიდი წყარო გახლდათ. მხვდა პატივი, მეტარებინა იუნაიტედის 7-ნომრიანი მაისური."
რონალდუს დებიუტი ახალ გუნდში შედგა ბოლტონის წინააღმდეგ. ის მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. 2005 წლის 29 ოქტომბერს კი მიდლსბროსთან 4-1 წაგებულ მატჩში მან გაიტანა იუნატედის ისტორიაში საიუბილეო, მეათასე პრემიერლიგური გოლი. იმ სეზონში რონალდუმ საერთო ჯამში 10 გოლი გაიტანა და წლის ბოლოს, იუნაიტედის ფანებმა გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზიც გადასცეს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე უეინ რუნისთან მოხმდარი ინციდენტის გამო, რონალდუს ფანებმა შემდეგი სიმღერა მიუძღვნეს: "მხოლოდ ერთი რონალდო არსებობს." 2006 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ფეხბურთელი პრემეირლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ზედიზედ ორჯერ კი ეს ჯილდო მხოლოდ დენის ბერგკამპსა და რობი ფაულერს ჰქონდათ მოგებული. მანჩესტერულ კარიერაში ორმოცდამეათე გოლი კი რონალდუმ მანჩესტერ სიტის გაუტანა. იმავე წელს კი იუნაიტედმა 4-წლიანი შესვენების შემდეგ პრემიერლიგა მოიგო.

2007 წლის მარტში რონალდუს სანაცვლოდ მადრიდის რეალი სარეკორდო თანხას, 80 მლნ. ევროს იხდიდა. ხელფასის სახით კი ფეხბურთელს 120 000 გირვანქას ჰპირდებოდა, თუმცა იმავე წლის 13 აპრილს, ახალი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.

იმავე სეზონის პორტუგალიელმა ინდივიდუალური ჯილდოებიც მოიპოვა: ის დაასახელეს ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და ასევე პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ.

2007-08 წ.წ სეზონი კი რონალდუსთვის უიღბლოდ დაიწყო, რამეთუ პირველივე ოფიციალურ მატჩში გააძევეს პორტსმუთთან შეხვედრაში. სეზონის სადებიუტო გოლი კი კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა, კიევის დინამოს წინააღმდეგ.

2007 წელს პორტუგალიელმა კაკას შემდეგ ოქროს ბურთის ლაურეანტებში მეორე ადგილი დაიკავა.

2008 წლის 12 იანვარს კი რონალდუმ თავის მანჩესტერულ კარიერაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი, ეს ნიუკასლთან მატჩში მოხდა. ჩემპიონთა ლიგაში კი მისი გუნდი სულ უფრო წინ მიიწევდა, მანჩესტერელებმა 1/8-ფინალში ფრანგული ლიონი დაამარცხეს, რონალდუმ განმეორებით მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

2008 წლის 19 მარტს კი, ბოლტონთან მატჩში კრიშტიანუმ პირველად უკაპიტნა მანჩესტერ იუნაიტედს. შეხვედრა კი მისმა გუნდმა 2-0 მოიგო. ორივე გოლი თავის ანაგრიშზე სწორედ რონალდუმ ჩაიწერა. საბოლოო ჯამში, პორტუგალიელმა წლის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილი, ოქროს ბუცი მოიპოვა, გაასწრო რა 8 ქულით მეორე ადგილზე გასულ დანიელ გისას.

2007-2008 წ.წ. სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რონალდუმ ჩელსის წინააღმდეგ, ანგარიშის გახსნა მოახერხა. საბოლოო ჯამში, კი ტიტულს მისი გუნდი დაესაკუთრა, ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს, ანგარიშით 6-5.

2008 წლის ზაფხულში პორტუგალიელი მადრიდის რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა მანჩესტერულმა მხარემ იუარა. აგვისტოში კი თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ ის მინიმუმ ერთი სეზონით კვლავ მანჩესტერში აპირებს დარჩენას.

მადრიდის რეალი
2009 წლის 26 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია რონალდუს მადრიდის რეალში ტრანსფერის შესახებ. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2010-11 წლების სეზონში მას სარეკორდო მაჩვენებელი ჰქონდა - 40 გოლი ლა ლიგაში. დიეგო მარადონას აზრით ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში."
სანაკრებო კარიერა

რონალდუს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდუს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედვაად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.

2008 წელს კი კრიშტიანუმ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.

2007 წლის 6 თებერვალს რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ ერთ-რთ ეპიზოდში კამერას შეაურთხა, რის გამოც სამკლავური ჩამოართვეს. ევრო 2012-ზე რონალდო კვლავ ნაკრების კაპიტანია. ამ ტურზნირზე მან სამი გოლის გატანა მოახერხა.








„ლეო“ მესი

ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესი (ესპ. Lionel Andres Messi) (დ. 24 ივნისი, 1987, როსარიო, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრებში გარემარბის პოზიციაზე. გარდა არგენტინისა, მას აქვს ესპანეთის მოქალაქეობაც, რომელიც მას ევროპის მოთამაშედ ხდის. მესი მიიჩნევა თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად. მესის მიღებული აქვს ოქროს ბურთისა და ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციები 21 წლის ასაკში, რომელთაგანაც ორივე 22 წლის ასაკში მოიგო. მისი საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელმაც მესიზე თქვა, ჩემი გამგრძელებელიაო.

მესიმ ფეხბურთის თამაში ახალგაზრდობიდან დაიწყო და ბარსელონამ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. ბარსელონამ მესის ნიუელს ოლდ ბოისიდან ბარსელონაში გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შეთავაზა. 2004-05 წლების სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში. იმავე სეზონში ბარსელონამ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი პირველი კარგი სეზონი 2006-07 წლების იყო, რომლის ელ კლასიკოშიც ჰეთთრიკი შეასრულა და ლა ლიგა 26 თამაშში 14 გოლით დაასრულა. მისი საუკეთესო სეზონი, სავარაუდოდ, 2008-09-ების იყო, რომელშიც მესიმ 38 გოლი გაიტანა და ლომის წილი ჩადო „ბარსელონას“ ტრიპლეტის მოგებაში. მომდევნო, 2009-10 წლების სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა, რითაც რონალდოს გაუთანაბრდა ერთ სეზონში გატანილი გოლებით.

მესი 2005 წლის ფიფას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით, რომლისგანაც 2 ფინალში გაიტანა. ამის შემდეგ მალევე, იგი არგენტინის ნაკრებში დამკვიდრდა. 2006 წელს იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიო თასის ისტორიაში. 2008 წელს, პეკინში მან თავისი პირველი ეროვნული მედალი მოიგო არგენტინის ოლიმპიურ გუნდთან ერთად.

ადრეული წლები 
მესი დაიბადა 1987 წლის 24 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოში. მამამისი, ხორხე ჰორასიო მესი (დაბადებული 1958 წელს) ქარხანაში მუშაობდა, დედამისი − დამლაგებლად. მისი გვარი იტალიის ქალაქ ანკონადან არის წარმოშობით, საიდანაც მისი წინაპარი, ანჯელო მესი არგენტინაში 1883 წელს გადასახლდა. მესის ჰყავს 2 უფროსი ძმა - როდრიგო და მატიასი და ერთი და - მარია სოლი. 5 წლის ასაკში მესიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო გუნდ „გრანდოლიში“, რომლის მწვრთნელიც მამამისი იყო. 1995 წელს მესი „ნიუელს ოლდ ბოისში“ გადავიდა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში იყო. 11 წლის ასაკში მესის ზრდის ჰორმონის უკამარისობა დაუდგინეს. არგენტინული პრიმერა დივიზიონის კლუბ „რივერ პლეიტმა“ ინტერესი გამოთქვა მესიზე, მაგრამ ვერ შეძლო მისი მკურნალობისთვის თვეში $900-ის გადახდა. მესის ოჯახს კატალონიაში ნათესავები ჰყავდა, რომლებმაც „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორს, კარლს რექსაჩს მესი შესთავაზეს და მამამისთან ერთად შესამოწმებლად გაუშვეს. „ბარსელონამ“ მესის თამაშის ნახვის შემდეგ ოჯახს კონტრაქტი შესთავაზა − მესის დაავადებას უმკურნალებდნენ, თუკი კატალონიაში გადმობარგდებოდნენ. ოჯახი დათანხმდა. ევროპაში ჩასვლის შემდეგ მესი „ბარსელონას“ ახალგაზრდულ კლუბში აიყვანეს. მესის ჰყავს ორი ფეხბურთელი ბიძაშვილი: მაქსი და ემანუელ ბიანუჩები.
საკლუბო კარიერა 
ბარსელონა 
მესის ოფიციალური დებიუტი პირველ გუნდში ჟოზე მოურინიოს „პორტოსთან“ შედგა 2003 წლის 26 ნოემბერს (მესი 16 წლის და 145 დღის იყო). ერთი წლის შემდეგ, ფრანკ რაიკაარდმა ლა ლიგაში ესპანიოლთან მატჩში გამოიყვანა 2004 წლის 16 ოქტომბერს და გახადა მე-3 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსელონას ისტორიაში და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა იგის ისტორიაში (2007 წელს ეს რეკორდი მესის თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა დაამხო). მესიმ ბარსელოლანსთვის მისი პირველი გოლი ალბასეტეს წინააღმდეგ გაიტანა 2005 წლის 1 მაისს, როცა 17 წლის, 10 თვის და 7 დღის იყო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ლა ლიგაში გაიტანა ბარსელონას მაისურით, სანამ 2007 წელს მისმა თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა გაიტანა გოლი მესის საგოლე პასით. მესიმ თავის ყოფილ მწვრთნელ ფრანკ რაიკაარდზე ასეთი რამ თქვა: „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ მან დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“.
2005-06

2005 წლის 16 სექტემბერს ბარსელონამ მესის კონტრაქტი მესამედ განუახლა. ამჯერად მესის ხელფასი გაეზარდა და კონტრაქტის ვადა 2014 წლამდე გაიზარდა. 2005 წლის 26 სექტემბერს მესის ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და როგორც იქნა შეეძლო მონაწილეობა მიეღო ლა ლიგაში. მესის პირველი გამოსვლა კამპ ნოუზე 27 სექტემბერს შედგა ჩემპიონთა ლიგის მატჩში „უდინეზესთან“. მესის სტადიონზე გამოსვლისას „ბარსელონას“ ფანებმა ის ოვაციებით მიიღეს. მესი მშვიდ კომბინაციებს აწყობდა რონალდინიოსთან ერთად.

2005-06 წლების სეზონში მესიმ 6 გოლი გაიტანა ლა ლიგის 17 თამაშში და 1 გოლი ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩში. 2006 წლის 7 მარტს, „ჩელსისთან“ მეორე მატჩსისას, მესის კუნთი გაუწყდა და ამით დამთავრა სეზონი. რაიკაარდის „ბარსელონამ“ იმ წელს ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
2006–07
მესი „რეინჯერსის“ წინააღმდეგ 2007 წელს.

2006-07 წლების სეზონში მესი სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდა და 26 თამაშში 14 გოლი გაიტანა. 12 ნოემბერს, „სარაგოსასთან“ მატჩში მესიმ ტერფი მოიტეხა, რომელმაც 3-თვიანი პაუზა გამოუწერა. მესიმ ტრავმა არგენტინაში იმკურნალა და 11 თებერვალს დაბრუნდა „რასინგთან“ მატჩში, რომელშიც მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე. 11 მარტის „ელ კლასიკოს“ მესი საუკეთესო ფორმაში შეხვდა, რომელშიც ჰეთთრიკი შეასრულა. მესიმ სამივე გოლით გაათანაბრა ანგარიში, რომლისგანაც ბოლო დამატებით დროში გაიტანა. ჰეთთრიკით, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი „ბარსელონას“ ისტორიაში, ვინც ჰეთთრიკი შეასრულა ელ კლასიკოში („რეალში“ ეს ივან ზამორანომ შეძლო 1995-95 წლების სეზონში). სეზონის დასასრულისკენ მესიმ გატანას უმატა - 14 გოლიდან 11 მესიმ ბოლო 13 შეხვედრაში გაიტანა.


მესიმ დაამტკიცა, რომ მისი მეტსახელი - „ახალი მარადონა“ - არ იყო გადამეტებული, გაიტანა რა მარადონას 2 ყველაზე ცნობილი გოლი ერთ სეზონში. 2007 წლის 18 აპრილს მესიმ ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ხეტაფეს“ 2 გოლი გაუტანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ძალიან ჰგავდა მარადონას მიერ გატანილ გოლს ინგლისის ნაკრების კარში 1986 წელს, რომელიც საუკუნის საუკეთესო გოლად არის ცნობილი. მსოფლიო პრესამ მესისა და მარადონას შორის პარალელები გაავლო. ესპანურმა პრესამ მესის „მესიდონა“ შეარქვა. მესიმ იგივე მანძილი გაირბინა, რაც მარადონამ - 61 მეტრი; იმდენივე კაცს გაცდა - 6-ს; დაახლოებით იმავე კუთხიდან გაიტანა და გატანის შემდეგ ისევე გაიქცა კუთხურის დროშასთან, როგორც მარადონა 21 წლის წინ. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაში მესის თანაგუნდელმა დეკუმ თქვა: „ეს საუკეთესო გოლია, რომელიც ოდესმე მინახავს“. „ესპანიოლთან“ მატჩში მესიმ მარადონას მსგავსი „ღვთის ხელის“ გოლი გაიტანა, როგორიც დიეგომ ინგლისს მეოთხედფინალებში გაუტანა. მესის ჩაუწოდეს, ამ დროს იგი საჯარიმოში იყო და რიკოშეტით მისულ ბურთს ხელი დაახვედრა და ისე შეაგდო კარლოს კამენის კარში. მოუხედავად „ესპანიოლის“ ფეხბურთელების პროტესტისა, გოლი ჩაითვალა.
 2007-08
2007-08 წლების სეზონის განმავლობაში, მესიმ ერთ კვირაში 5 გოლი გაიტანა და „ბარსელონა“ ლა ლიგის 4-ეულში მოაქცია. 19 სექტემბერს „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ლიონი“ დაამარცხა 3-0 - აქედან 1 გოლი მესიმ გაიტანა. 22 სექტემბერს მესიმ დუბლი შეასრულა „სევილიასთან“ და 26 სექტემბერს მორიგი დუბლი შეასრულა „სარაგოსასთან“. 2007 წლის 27 თებერვალს „ვალენსიასთან“ მესიმ მე-100 ოფიციალური მატჩი ჩაატარა „ბარსელონას“ მაისურით. მესიმ ნომინაცია მიიღო FIFPro-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. ესპანურმა გამომცემლობა „მარკამ“ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მესიმ ხმების 77% მიიღო წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. კატალონიურმა გაზეთებმა - „ელ მუნდო დეპორტივომ“ და „სპორტმა“ დაწერეს, რომ „ოქროს ბურთი“ მესის უნდა მიეღო, რომლებსაც ფრანც ბეკენბაუერიც დაეთანხმა. ფრანჩესკო ტოტიმაც განაცხადა, რომ მესი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მესიმ 6 კვირა ვერ ითამაშა 4 მარტს გაწყვეტილი კუნთის გამო „სელტიკტან“ საჩემპიონთალიგო მატჩში. ბოლო 3 სეზონში მესიმ ამ ტიპის ტრავმა მე-4 ჯერ მიიღო.

2008-09 
რონალდინიოს კლუბიდან წასვლის შემდეგ, მესის 10-ნომრიანი მაისურა ერგო. 2008 წლის 1 ოქტომბერს, „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს ტიერი ანრის მაგივრად შემოსულმა მესიმ ბოლო 7 წუთში 2 გოლი გაიტანა და 0-1-იანი წაგება 2-1-იან მოგებად შემოაბრუნა. ლიგის მომდევნო მატჩის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ იყო, რომელიც ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს მეგობრულ დუელად ითვლებოდა. მესიმ გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, საგოლე პასიც მიითვალა და „ბარსელონამ“ 6-1 მოიგო. მესიმ მორიგი შთამბეჭდავი დუბლი „სევილიას“ შეუსრულა. ერთო გოლი მან მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებით გაიტანა, ხოლო მეორე გოლის დროს მახვილი კუთხიდან დაარტყა. 2008 წლის 13 დეკემბერს, სეზონის პირველ „ელ კლასიკოზე“ მესიმ „ბარსელონას“ მე-2 გოლი გაიტანა. მატჩში „ბარსელონამ“ 2-0 მოუგო მადრიდის „რეალს“. მესი მე-2 ადგილზე გავიდა ფიფას 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე 678 ქულით. 2009 წლის პირველი ჰეთთრიკი მესიმ ესპანეთის თასის მატჩის დროს შეეუსრულა „ატლეტიკოს“, რომელსაც „ბარსელონამ“ 3-1 მოუგო. მესიმ მორიგი მნიშვნელოვანი დუბლი 2009 წლის 1 თებერვალს შეასრულა, როცა „ბარსელონა“ 0-1-ს აგებდა რასინგის „სანტანდერთან“ და შეცვლაზე შემოსულმა მესიმ თამაში შემოაბრუნა. მე-2 გოლი მე-5000 აღმოჩნდა „ბარსელონას“ მიერ ლა ლიგაში გატანილ გოლებში. ლა ლიგის 28-ე ტურში მესიმ მიმდინარე სეზონში თავისი 30-ე გოლი „მალაგას“ გაუტანა და გუნდს დაეხმარა „მალაგას“ 6-0 განადგურებაში. 2009 წლის 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მესიმ 2-ჯერ შეუგდო „ბაიერნს“ და დაეხმარა გუნდს 4-0 გამარჯვებაში. მისმი მე-2 გოლი მე-8 აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგაში, რომელიც მისთვის რეკორდი აღმოჩნდა. 18 აპრილს „ბარსელონა“ „ხეტაფეს“ მესიმ ლა ლიგაში მე-20 გოლი გაიტანა, გუნდმა 1-0 მოიგო და 6 ქულით გაუსწრო მე-2 ადგილზე მყოფ „რეალს“. სეზონის მიწურულს, მესიმ დუბლი შეასრულა სეზონის მე-2 „კლასიკოში“ (სეზონის 35-ე და 36-ე გოლები ყველა შეჯიბრებაში) და „ბარსელონამ“ „რეალი“ 6-2 დაამარცხა. ეს იყო „რეალის“ ყველა მწარე მარცხი 1930 წლიდან. თითოეული გოლის გატანის შემდეგ მესი ტელეკამერებთან მირბოდა და მაისურს იწევდა, რომლის ქვეშაც მეორე მაისური იყო წარწერით „Sindrome X Fragil“. ამით მესიმ დაავადებულ ბავშვებს გაუწია ანგარიში. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ჩელსისთან“ საპასუხო მატჩში მესიმ ბოლო წუთზე საგოლე პასი გაუკეთა ანდრეს ინიესტას, რომლის გოლის წყალობითაც „ბარსელონა“ ფინალში გავიდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შესახვედრად. მესიმ თავისი პირველი ესპანეთის თასი 13 მაისს მოიგო, რომლის ფინალშიც მესიმ 1 გოლი და 2 საგოლე პასი შეასრულა. გუნდმა ბილბაოს „ატლეტიკს“ 4-1 მოუგო და თასი აწია. მესი დიდა დაეხმარა „ბარსელონას“ ლა ლიგის მოგებაში. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი მან მე-2 გოლი გაიტანა 70-ე წუთზე (ჩავის პასით) და ასე მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი გახდა 9 გოლით. მესიმ უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და თავდამსხმელის ჯილდოებიც მიიღო. ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგისა და ესპანეთის თასი მოგებით „ბარსელონა“ გახდა პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც ტრიპლეტი შეასრულა.
2009-10 

2009 წლის უეფას სუპერთასის მოგების შემდეგ „ბარსელონას“ მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თქვა, რომ მესი ალბათ საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ნანახი აქვს. 19 სექტემბერს მესიმ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი მოაწერა, რომლის ვადაც 2016 წელს გადიოდა. კონტრაქტში შეტანილი იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, მესის მსურველ კლუბს 250 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. მესის ხელფასიც გაეზარდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა 9.5 მილიონი ეცროთი წელიწადში. კონტრქტის მოწერიდან 4 დღეში მესიმ 2 გოლს 1 საგოლე პასი მიამატა რასინგის „სანტანდერთან“ მატჩში, რომელიც „ბარსელონამ“ 4-1 მოიგო. სეზონის პირველი ევროპული გოლი მან კიევის „დინამოსთან“ გაიტანა 29 სექტემბერს, რომელიც გუნდმა 2-0 მოიგო. 25 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე“ „სარაგოსასთან“ 6-1 მოგებაში მესიმ ბოლო გოლი გაიტანა, რომელმაც მესის გოლების სერია 6-მდე აიყვანა 7 მატჩში. 2009 წლის 1 დეკემბერს მესიმ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მიიღო. მან კრისტიანო რონალდოს 240 ქულით გაუსწრო, რაც „ოქროს ბურთის“ ისტორიაში რეკორდია. ჟურნალ „ფრანს ფუტბოლთან“ ინტერვიუში მესიმ თქვა: „მას მე ოჯახს ვუძღვნი. ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ რთულ პერიოდში და ზოგჯერ ჩემზე მეტადაც განიცდიდნენ ჩემ გასაჭირს“.

19 დეკემბერს, 2009 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მესიმ „ესტუდიანტესს“ მკერდით გამარჯვების გოლი გაუტანა. გუნდმა წლის მე-6 ტიტული მოიგო. 2 დღის შემდეგ მან ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო კრისტიანო რონალდოს, ჩავის, კაკასა და ანდრეს ინიესტას ძლევით. ეს ჯილდო მას იქამდე არ ჰქონდა მოგებული და პირველი არგენტინელი გახდა, ვინც ეს ჯილდო მოიგო. 2010 წლის 10 იანვარს მან ტენერიფეს ჰეთთრიკი შეუსრულა, რომელიც პირველი იყო სეზონში; 17 იანვარს კი მან „ბარსელონას“ მაისურით თავისი მე-100 გოლი გაუტანა „სევილიას“, რომელიც გუნდმა 4-0 მოიგო. ამის შემდეგ მესის გოლების შთამბეჭდავი დაიწყო, გაიტანა რა 11 გოლი 5 თამაშში. პირველი მან 84-ე წუთზე გაუტანა „მალაგას“ (გუნდმა 2-1 მოიგო); შემდეგ მან 2 გოლი გაუტანა „ალმერიას“ (2-2); „ვალენსიას“ მესიმ ჰეთთრიკი შეუსრულა (3-0); შემდეგი იყო 2 გოლი „შტუტგართან“ ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც „ბარსელონამ“ 4-0 მოიგო და გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა; დაბოლოს, მან მორიგი ჰეთთრიკი შეუსრულა „სარაგოსას“ (4-2 გასვლით შეხვედრაში). მან თავისი მე-200 მატჩი „ოსასუნასთან“ ითამაშა 2010 წლის 14 მარტს. 2010 წლის 6 აპრილს მან კარიერაში პირველი პოკერი „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალის შეხვედრაში შეასრულა, რომელიც „ბარსელონამ“ 4-1 მოიგო. ამ პოკერით მან რივალდოს გადაუსწრო და გახდა „ბარსელონას“ საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონტა ლიგაზე. 10 აპრილს მესიმ სეზონის მე-40 გოლი გაუტანა მადრიდის „რეალს“ სეზონის მე-2 „ელ კლასიკოზე“. 1 მაისს მესიმ სეზონის 50-ე მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაუტანა „ვილიარეალს“ 4-1 მოგებულ გასვლით შეხვედრაში. 3 დღეში მესიმ მორიგი გოლი გაიტანა „ტენერიფესთან“ 4-1 მოგებულ შეხვედრაში. 8 მაისს მესიმ სეზონში 32-ე გოლი გაუტანა „სევილიას“. მესიმ 33-ე და 34-ე გოლები „ვალიადოლიდს“ გაუტანა ლა ლიგის ბოლო მატჩში, რომლითაც რონალდოს გაუთანაბრდა, რომელმაც 1996-97 წლებში დაამყარა კლუბის რეკორდი. მესის სულ რაღაც 4 გოლი დააკლდა ტელმო სარას რეკორდამდე, რომელმაც ერთ სეზონში 28 გოლი გატანა შეძლო. 2010 წლის 3 ივნისს მესი ზედიზედ მეორედ ლა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

2010-11 
2010 წლის 21 აგვისტოს მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა სეზონის პირველ მატჩში „სევილიასთან“ ესპანეთის სუპერთასზე, რომლის მეშვეობითაც „ბარსელონამ“ მაინც მოახერხა ტიტულის დაცვა მიუხედავად იმისა, რომ პირველი ხელი 1-3 ჰქონდა წაგებული. მესიმ ლა ლიგის პირველ თამაშშიც გაუტანა რასინგის „სანტანდერს“ თამაშის მე-3 წუთზე 29 აგვისტოს. მესიმ თავისი შესანიშნავი ფორმა ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში დაამტკიცა, როდესაც „ბარსელონა“ „პანათინაიკოსს“ ეთამაშებოდა და მესიმ 2 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა. მესის ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ააცილა. „ბარსელონამ“ თამაში 5-1 მოიგო. 2010 წლის 19 სექტემბერს მესი „ატლეტიკოს“ მცველმა, ტომაშ უიფალუშიმ დაამტვრია 92-ე წუთზე ლა ლიგის მესამე ტურში. თავიდან ჩანდა, რომ მესიმ კოჭი მოიტეხა და მინიმუმ 6 თვე მოუწევდა უქმობა, მაგრამ მეორე დღეს დადასტრუდა, რომ მესიმ კოჭი იღრძო და 2 კვირაში დაბურნდებოდა. მატჩის შემდეგ მესის თანაგუნდელმა დავიდ ვილიამ მომენტის ვიდეო უყურა და თქვა, რომ „ვარდნა ცუდი სანახავი იყო“, მაგრამ ისიც დაამატა, რომ უიფალუშის ეს განზრახ არ უქნია. ინციდენტმა ჟურნალისტების დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და წავიდა დებატები, რომ ყველა ფეხბურთელი თანაბრად უნდა იყოს დაცული მოედანზე.


ევანჯელინ ლილი

ევანჯელინ ლილი ახალი სტილით

ახალ ზელანდიაში The Hobbit–ის პრემიერა გაიმართა, რომელზეც ევანჯელინ ლილი ფართო საზოგადოების წინაშე ახალი ვარცხნილობით წარსდგა. ცვლილება მის გარეგნობაზე მკვეთრად აისახა. იგი ძალია განსხვავდება "ძველი" ევანჯელინ ლილისგან!

ვარსკვლავს ყველაზე დიდი პიპულარობა ABC-ის სერიალმა "დაკარგულები" მოუტანა, სადაც მან კეიტის როლი ითამაშა. გრძელი, ტალღოვანი და ყავისფერი თმა ვარსკვლავმა მოკლედ შეიჭრა და ქერად შეიღება. პრემიერაზე მას გრძელსახელოებიანი მინი ეცვა.


ჯოშ ჰოლოუეი

სახელი: ჯოშ

გვარ: ჰოლოუეი

დაიბადა: 1969

სიმაღლე: 1.86 მ

ბიოგრაფია: 
ჯოშ ჰოლოუეი დაიბადა 1969 წლის 20 ივლისს კალიფორნიაში,ოთხ ვაჟიშვილთა შორის რიგით მეორეა.მისი დაბადების შემდეგ ოჯახი ჯორჯიაში გადავიდა საცხოვრებლად. ჯოშზე ხშირად როგორც 'ბლუ რიჯის მთების ყმაწვილზე' საუბრობენ.მომავალმა მსახიობმა ბავშვობა ქალაქ ფრი ჰოუმში გაატარა,სადაც სკოლის არდედეგების დროს ფერმაში მუშაობდა.კარიერა ჯოშმა მოდელის სტატუსით დაიწყო და მერე მსახიობობა გადაწყვიტა და ლოს–ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად,სადაც დიდი ხანი ცდილობდა სამხრეთის კილოს მოშორებას.ჯოშმა ის სერიალ 'დაკარგულების' ('Lost') გადაღებისას დაიბრუნა.აგრეთვე მას თმის გაზრდაც მოუწია,რომელსაც ის ვერ იტანს.



ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი ვოიტი (ინგლ. Angelina Jolie Voight) (დ. 4 ივნისი, 1975), უკეთ ცნობილი როგორც ანჯელინა ჯოლი — ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი. ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი.

მიუხედავად იმისა რომ ანჯელინას დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას“, ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“ (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005).

ანჯელინა დაშორდა თავის პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს, მეორე მეუღლე ბილი ბობ ტორნტონს, ახლა კი მსახიობ ბრედ პიტთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ანჯელინა დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან.სექციების სია

ცხოვრების ადრეული წლები და ოჯახი 
ანჯელინა ჯოლი ვოიტი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, არის მსახიობ ჯონ ვოიტისა და მარჩელინ ბერტრანდის შვილი. ის ჩიპ ტეილორის ძმისწულია და ჯეიმს ჰეივენის და, ასევე ჟაკლინ ბისეტისა და მაქსიმილიან შელის ნათლული. მამის მხრიდან ანჯელინა სლოვაკური და გერმანული წარმოშობისაა, დედის მხრიდან კი ფრანგი კანადელია.

1976 წლიდან მშობლების დაშორების შემდეგ ჯოლის და მის ძმას ზრდიდა დედა, რომელმაც მსახიობობისაკენ მისწრაფება დაივიწყა და და ბავშვებთან ერთად გადავიდა პალისეიდსში, ნიუ იორკში. პატარა ენჯი ხშირად უყურებდა ფილმებს დედასთან ერთად და მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ სწორედ ამ გარემოებამ დააინტერესა ის მსახიობობით. მამას მისთვის ძალა არ დაუტანებია, რომ არტისტი გამხდარიყო. როცა ანჯელინა 11 წლის იყო ოჯახი კვლავ ლოს ანჯელესში დაბრუნდა, მან გადაწყვიტა რომ მსახიობობა სურდა და ჩაირიცხა კიდეც ლი სტრასბერგის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც ის ორი წელი გადიოდა სამსახიობო ტრეინინგებს და ჩნდებოდა სპექტაკლებში. ენჯის დედას მცირე შემოსავალი ჰქონდა, ამიტომ მომავალი ვარსკვლავი ხშირად ატარებდა მეორად ტანსაცმელს. მას ასევე აღიზიანებდნენ სხვა სტუდენტები, რომლთა ერთგვარი მიზანიც მის განსხვავებულ ნაკვთებსა და გარეგნობაზე დამცინავი საუბარი იყო, რადგანაც მსახიობი ძლიერ გამხდარი იყო, ატარებდა სათვალეს და ე. წ. აჭიმს. როდესაც ჯოლის პირველადი სამოდელო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა მან თითქმის მთლიანად დაკარგა თვით-პატივისცემა და თავისი თავის რწმენა. დაიწყო საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენება, მოგვიანებით ამაზე ჯოლიმ განაცხადა: „მე ვაგროვებდი დანებს და ყოველთვის მქონდა რამდენიმე მათგანი ახლომახლო. რაღაც მიზეზების გამო ჩემი თავის დაჭრის და ტკივილის შეგრძნების რიტუალი, რომელიც შესაძლოა მაგრძნობინებდა სიცოცხლესა და თავისუფლებას, იყო ჩემთვის ერთგვარი თერაპია“.
თოთხმეტი წლის ასაკში მან მიატოვა სამსახიობო კურსები და ოცნებობდა, რომ დამკრძალავი ბიუროს დირექტორი გამხდარიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის ატარებდა შავებს, შეიღება თმა შინდისფრად და თავის ბოიფრენდთან ერთად დადიოდა ე. წ. მოშინგის ტიპის კონცერტებზე, სადაც ცოცხალი მუსიკის ფონზე დამსწრეები ერთმანეთს აგრესიულად ეპყრობიან, ხელს კრავენ. ორი წლის შემდეგ, როცა მეგობარ ბიჭთან ურთიერთობა დასრულდა, მან იქირავა გარაჟის თავზე საცხოვრებელი ადგილი დედამისის სახლიდან რამდენიმე უბნის დაშორებით. ის დაუბრუნდა თეატრალურ სწავლებებს და დაამთავრა სკოლა. თუმცა ბოლო დროს მან დაკვირვებით ისაუბრა ამ პერიოდზე და დასძინა: „მე გულში კვლავაც ვარ და ყოველთვის ვიქნები უბრალოდ პანკი ბავშვი ტატუებით“.

ანჯელინა და მამამისი დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთს ჩამოშორდნენ, მაგრამ მათი ერთგვარი შერიგება მოხდა, როდესაც მამა გამოჩნდა შვილთან ერთად ფილმში „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001). 2002 წლის ივლისში ანჯელინამ წარადგინა განცხადება, რომ ლეგალურად შეეცვალა სახელი და გამხდარიყო: ანჯელინა ჯოლი ანუ მან ჩამოიშორა გვარი: ვოიტი. სახელის შეცვლა ოფიციალურად 2002 წლის 12 სექტემბერს მოხდა, ხოლო ამავე წლის აგვისტოში გადაცემაში „Access Hollywood“ ჯონ ვოიტი ირწმუნებოდა, რომ მის ქალიშვილს სერიოზული ემოციური პრობლემები ჰქონდა. მოგვიანებით ჯოლიმ აღნიშნა, რომ ის აღარ აპირებდა ედევნა მისი და თავისი მამის ურთიერთობისათვის. მან განაცხადა: "მე და მამაჩემი არ ველაპარაკებით ხოლმე ერთმანეთს, მე არ ვარ მასზე ნაწყენი, არ მჯერა, რომ ოჯახი მაინცდამაინც სისხლით ნათესაობას ნიშნავს, რადგანაც ჩემი შვილი აყვანილია და ასე რომ ოჯახიც შეძენითია". ანჯელინამ განაცხადა, რომ არ სურდა იმ მიზეზების საქვეყნოდ გახმაურება, თუ რატომაც დაკარგა ურთიერთობა მამასთან.
ადრეული კარიერა, 1993-1997
ჯოლიმ მუშაობა დაიწყო, როგორც მოდელმა, როცა ის 14 წლის იყო. მას კონტრაქტი ჰქონდა სამოდელო სააგენტო Finesse Model Management-თან და მოღვაწეობდა ისევე როგორც ამერიკაში, ასევე - ევროპაშიც, ძირითადად ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და ლონდონში მუშაობდა. ამ პერიოდში ის გამოჩნდა ბევრ მუსიკალურ ვიდეოში, მაგალითად: მით ლოუფის "Rock & Roll Dreams Come Through", ანტონელო ვენდიტის "Alta Marea", ლენი კრავიტსის "Stand by My Woman" და ლემონჰედსის "It's About Time". 16 წლის ასაკში ჯოლი დაბრუნდა თეატრში და ითამაშა თავისი პირველი როლი, მან განასახიერა გერმანელი დომინანტი ქალი. მან გადაწყვიტა მამისაგან ესწავლა მისი ერთგვარი მეთოდი, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: დააკვირდე ადამიანებს, რათა მათნაირი გახდე. ამ პერიოდში მამა-შვილის ურთიერთობა არ იყო დაძაბული და ენჯი ფიქრობდა, რომ ისინი ორივენი "დრამის დედოფლები" იყვნენ.

ჯოლიმ ითამაშა თავისი ძმის ხუთ სტუდენტურ ფილმში, რომელიც მან მაშინ გადაიღო როცა USC School of Cinematic Arts-ში სწავლობდა, მაგრამ ანჯელინას პროფესიონალური კინო-კარიერა 1993 წელს დაიწყო, როცა მან ითამაშა მთავარი როლი დაბალბიუჯეტიან ფილმში "კიბორგი 2", სადაც მან განასახიერა კასელა (ქეშ) რისი - ადამიანური ტიპის რობოტი. ამას მოჰყვა ფილმი "სამხილის გარეშე", ხოლო თავის პირველ ჰოლივუდურ 1995 წლის ფილმში "ჰაკერები", სადაც ჯოლი მომავალ პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს შეხვდა, მან ითამაშა კეიტ ლიბი. ფილმი ჩავარდა და მოგება ვერ მოიტანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვიდეოზე გამოვიდა, უამრავი ფანი შეიძინა.
მან ითამაშა ჯინა მალაჩიჩი 1996 წლის კომედიაში "ყველაფერი, რაც აქ არის, სიყვარულია", რომელიც წარმოადგენს "რომეო და ჯულიეტას" თანამედროვე ადაპტირებულ ვარიანტს, მთავარი მოქმედება ნიუ-იორკის უბან ბრონქსში ხდება, ორ მეტოქე რესტორნების მეპატრონე იტალიურ ოჯახს შორის. ფილმში "მოხავეს მთვარე" (1996) ჯოლიმ განასახიერა ელეანორ რიგბი, ამავე წლის ფილმში "ცრუ ცეცხლი" კი – მარგრეტ (ლეგს) სადოვსკი. "ლოს–ანჯელეს თაიმსი" ამ უკანასკნელ ფილმთან დაკავშირებით ანჯელინაზე წერდა: "დიდი მომზადება დასჭირდა ამ გმირის შექმნას, მაგრამ ჯონ ვოიტის ქალიშვილს აქვს იმის უნარი, რომ გადააბიჯოს სტერეოტიპებს. მიუხედავად იმისა რომ ამბის მთხრობელი არის მედი, ფილმის მთავარი აზრი მაინც ლეგია".

1997 წელს ჯოლიმ დევიდ დუხოვნისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტრილერში "მოთამაშე ღმერთი", რომელიც მოგვითხრობს ექიმზე, რომელსაც სამედიცინო ლიცენზია ჩამოართვეს და შეიტყუეს კრიმინალურ სამყაროში, სადაც ის ჯოლის გმირს – კლერს ხვდება. ფილმი კრიტიკოსებს კარგად არ მიუღიათ და როჯერ ებერტმა აღნიშნა: "ანჯელინა ჯოლი პოულობს უდავო სითბოს მძიმე და აგრესიულ როლებში, ის მეტისმეტად ლამაზი ჩანს იმისათვის, რომ იყოს კრიმინალის მეგობარი გოგონა და შესაძლოა არის კიდეც". ამის შემდეგ იყო ტელეფილმი "ნამდვილი ქალები" – ისტორიული, რომანტიკული დრამა, რომლის მოქმედებაც ამერიკის დასავლეთში ხდებოდა და რომელიც ჯენის ვოოდს ვინდლის წიგნზეა დაფუძნებული. ამავე წელს როლინგ–სტოუნზის კლიპში სიმღერაზე "Anybody Seen My Baby?" ჯოლიმ ითამაშა სტრიპტიზის მოცეკვავე, რომელიც შუაში ტოვებს შოუს, რათა ნიუ–იორკში იხეტიალოს.
აღმავლობა, 1997–2000
ჯოლის კარიერა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც მან ითამაშა კორნელია ვალასი 1997 წლის ბიოგრაფიულ ფილმში "ჯორჯ უოლესი", რისთვისაც მან მიიღო ოქროს გლობუსი და იყო ნომინირებული ემიზე. კრიტიკოსები ფილმს აქებდნენ და სხვა ჯილდოებს შორის მან ასევე მიიღო ოქროს გლობუსი ნომინაციისათვის: საუკეთესო სატელევიზიო ფილმი. აქ ანჯელინამ ითამაშა მეორე ცოლი ალაბამას სეგრეგაცისტი მმართველისა, რომელსაც ესროლეს და პარალიზებული დარჩა სანამ პრეზიდენტობამდე მიაღწევდა. ფილმში ასევე თამაშობს გარი სინისი, ხოლო რეჟისორი - ჯონ ფრანკენჰეიმერია.
1998 წელს ჯოლიმ ითამაშა HBO-ს სატელევიზიო ფილმში "ჯია", სადაც მან განასახიერა სუპერმოდელი ჯია კარანჯი. ეს ფილმი - ემოციური დრამა მოგვითხრობს სექსისა და ნარკოტიკების სამყაროზე და აღწერს კარანჯის ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო მისივე ცხოვრებისა და კარიერის განადგურებას, მის დაკნინებასა და შიდსისაგან სიკვდილს. ვანესა ვანსმა Reel.com-იდან აღნიშნა: "ანჯელინა ჯოლიმ მოიპოვა ფართო აღიარება ტიტულოვანი ჯიას როლის გამო და ადვილი დასანახია თუ რატომ. აქ ჯოლი მძვინვარეა - ავსებს ფილმს ნერვიულობით, შარმითა და სასოწარკვეთილებით და მისი როლი ამ ფილმში სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს ყველაზე მშვენიერი "აღზრდის მარცხი", რაც კი ოდესმე გადაღებულა". შემდეგ წელს ჯოლიმ კვლავ მიიღო ოქროს გლობუსი და იყო წარდგენილი ემიზე, მან ასევე მოიპოვა მისი პირველი კინომსახიობთა გილდიის პრემიაც. ლი სტრასბერგის სამსახიობო მეთოდისაგან განსხვავებით ანჯელინას ერჩივნა არ გამოსულიყო როლიდან სცენების გადაღებებს შორის მისი ადრეული ფილმების პერიოდში და ამის შედეგად მიიღო ისეთი მსახიობის რეპუტაცია, რომელთან ურთიერთობაც ძნელია. როცა "ჯიას" იღებდნენ მან უთხრა თავის მომავალ მეუღლე ჯონი ლი მილერს, რომ მას ვერ დაურეკავდა ხოლმე. მე მას ვუთხარი: "მარტოსული ვარ, ვკვდები, ლესბოსელი ვარ, არ ვაპირებ შენ ნახვას რამდენიმე კვირით". ჯიას ცხოვრება რომ უკეთ აღექვა ჯოლი ნიუ-იორკში გადავიდა და რამდენიმე ხნის განმავლობაში როლის თამაში შეწყვიტა, რადგან გრძნობდა, რომ "არაფერი გააჩნდა, რომ მოეცა". ის ჩაეწერა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, რათა შეესწავლა ფილმების შექმნა და ასევე ესწრებოდა წერის კურსებს. ამასთან დაკავშირებით მან გადაცემაში "მსახიობთა სტუდიაში" განაცხადა: "ეს იყო კარგი ჩემთვის, რათა ჩემი თავი შემეგროვებინა".

შემდეგ იყო 1998 წლის განგსტერული ფილმი "ჯოჯოხეთის სამზარეულო", რომელშიც ჯოლიმ გლორია მაკნერი განასახიერა , ხოლო ამავე წელს, მოგვიანებით ის გამოჩნდა ფილმში "გულით თამაში", რომელშიც მონაწილეობდნენ შონ კონერი, ჯილიან ანდერსონი, რაიან ფილიპი და ჯონ სტიუარტი. ფილმმა დადებითი შეფასებები მიიღო და ანჯელინაც შეაქეს და მან მიიღო ჯილდო Breakthrough Performance Award-ზე.

1999 წელს, ჯონ კიუსაკთან, ბილი ბობ ტორნტონთან და კეიტ ბლანშეტთან ერთად, ჯოლიმ მონაწილეობა მიიღო მაიკ ნეველის კომედიურ დრამაში "ფრენათა მართვა". ის თამაშობდა ტორნტონის მაცდურ ცოლს. ფილმი კრიტიკოსებმა გულგრილად მიიღეს და ანჯელინას პერსონაჟი განსაკუთრებით გააკრიტიკეს. "ვაშინგტონ პოსტმა" დაწერა: "მერი (ანჯელინა ჯოლის გმირი), რომელიც არის მწერლის სრულიად შეუსაბამო ქმნილება თავისუფალი ქალის, ჰიბისკუს მკვდარი ყვავილების გამო მტირალი პერსონაჟისათვის, ატარებს უამრავ ფირუზის ბეჭედს და მართლაც მარტოსული ხდება, როცა რასელი მთელ ღამეებს სახლს გარეთ ატარებს". ამის შემდეგ ჯოლიმ ითამაშა დენზელ ვაშინგტონთან ერთად ჯეფრი დევერის კრიმინალური ნოველის მიხედვით გადაღებულ ფილმში "ძვლების შემგროვებელი" (1999). მან განასახიერა ამელია დონაჰი - პოლიციის ოფიცერი, რომელსაც მოსვენებას არ აძლევს თავისი ასევე პოლიციელი მამის თვითმკვლელობა და რომელიც უხალისოდ ეხმარება ვაშინგტონის გმირს სერიული მკვლელის კვალის ამოცნობაში. ამ ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით 151 მილიონი დოლარი მოაგროვა, მაგრამ კრიტიკულად იქნა მიღებული. "დეტროიტის თავისუფალმა პრესამ" დაასკვნა: "ჯოლი, რომელიც ყოველთვის შესანიშნავია შესახედად, უბრალოდ და სამწუხაროდ არ არის ამ როლისათვის შესაფერისი".

ამის შემდეგ ჯოლიმ მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა ფილმში "გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს" (1999), მან ითამაშა სოციოპატი ლიზა როუ. ეს ფილმი მოგვითხრობს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტ სუსანა კეისენის ამბავს და წარმოადგენს თავად კეისენის ამავე სახელწოდების მქონე მემუარის ადაპტაციას. ვაინონა რაიდერმა განასახიერა მთავარი პერსონაჟი და ითვლებოდა, რომ ეს მისი ერთგვარი დაბრუნება იქნებოდა, მაგრამ ფილმი ანჯელინას "ჰოლივუდში მიღების კორონაცია" გახდა. ჯოლიმ მიიღო მესამე ოქროს გლობუსი, მეორე კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის. ჟურნალმა Variety-იმ აღნიშნა: "ჯოლი შესანიშნავია, ისევე როგორც - კაშკაშა, უპასუხისმგებლო გოგონა, რომელიც აღმოჩნდა მეტად უფრო ხელშემწყობი სუსანას რეაბილიტაციისათვის, ვიდრე ექიმები" და როჯერ ებერტმა დაწერა ანჯელინას თამაშზე: „ ჯოლი ჩნდება, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ველური სული მიმდინარე ფილმებისა, თავისუფალი კანონადა, რომელსაც როგორღაც სასიკვდილო მიზანი აქვს“


2000 წელს ანჯელინა გამოჩნდა თავის პირველ საზაფხულო ბლოკბასტერში "გატაცება 60 წამში", სადაც მან ითამაშა სარა (სვეი) ვეილენდი - ნიკოლას ქეიჯის გმირის, მანქანების ქურდის ექს-გელფრენდი. როლი პატარა იყო და "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა კრიტიკა: "ყველაფერი, რასაც ჯოლი ამ ფილმში აკეთებს არის დგომა, გრილება, თავისი ხორციანი, ფეთქებადი ტუჩების მოდელირება, რომლებიც მეტად გამომწვევად არიან მისივე კბილების გარშემო". მოგვიანებით ანჯელინამ ახსნა, რომ ეს ფილმი იყო ერთგვარი შემსუბუქების მომტანი ლიზა როუს მძიმე ხასიათის როლის შემდეგ. ეს გახდა მისი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი, რაშიც კი მანამდე უთამაშია. ამ კინოსურათმა მსოფლიოს მასშტაბით 237 მილიონი დოლარი მოაგროვა.
საერთაშორისო წარმატება, 2001–დღემდე

 მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლი ძალზედ აღიარებული იყო თავისი სამსახიობო შესაძლებლობების გამო, მისი ფილმები ხშირად ვერ ხვდებოდა ფართო აუდიტორიის წინაშე, მაგრამ "ლარა კროფტი: სამარხების მძარცველმა" (2001) ის საერთაშორისო სუპერვარსკვლავად აქცია. ეს იყო პოპულარული ვიდეოთამაშის, "სამარხების მძარცველის" ადაპტაცია და ჯოლის მოსთხოვეს რომ დაუფლებოდა ბრიტანულ აქცენტს, გაევლო სერიოზული მეომრული ტრეინინგები, რათა ეთამაშა ლარა კროფტის როლი და მართლაც, ზოგადად, ის შეაქეს თავისი ფიზიკური ტალანტის წარმოჩენის გამო , მაგრამ ამ ფილმმა უმეტესად უარყოფითი შეხედულებები გამოიწვია. Slant Magazine–მა რჩევა გამოაქვეყნა: "ანჯელინა ჯოლი ლარა კროფტის გმირის თამაშისათვისაა დაბადებული, მაგრამ რეჟისორი საიმონ ვესტი ქმნის მის მოგზაურობას Frogger–ის თამაშში". ფილმმა მოიპოვა უდიდესი საერთაშორისო წარმატება და მსოფლიოს მასშტაბით 275 მილიონი დოლარი მოაგროვა, ჯოლის კი ექშენის ქალი ვარსკვლავის ტიტული შესძინა.

შემდეგ ანჯელინამ ითამაშა ანტონიო ბანდერასთან ერთად ფილმში "ორიგინალური ცოდვა" (2001), სადაც მან პატარძალი ჯულია რასელი განასახიერა. ეს ტრილერი დაფუძნებულია კორნელ ვულრიჩის რომანზე "ვალსი წყვდიადში". ფილმმა კრიტიკული მარცხი განიცადა, The New York Times–მა აღნიშნა: "ამბავი იძირება უფრო შვეულად ვიდრე მის ჯოლის ყელსაბამი". 2002 წელს მან ითამაშა ლენი კერიგანის როლი ფილმში "ცხოვრება ან რაღაც მაგდაგვარი", რომელიც გადმოგვცემს ამბიციური ტელე–რეპორტიორის ამბავს, რომელსაც უთხრეს რომ ერთ კვირაში მოკვდება. ფილმი "ღარიბულად" იქნა მიღებული კრიტიკოსების მიერ, თუმცა ჯოლის თამაშმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა. პოლ კლინტონმა CNN–დან დაწერა: "ჯოლი შესანიშნავია თავის როლში. მიუხედავად ფილმის შუაში ზოგი უაზრო სიუჟეტური ადგილისა, ეს აკადემიის ჯილდოს მფლობელი მსახიობი არის მეტად დამაჯერებელი თავის თვით–აღმოჩენისა და ცხოვრების დასრულების ნამდვილი მნიშვნელობისაკენ მოგზაურობაში".

2003 წელს ჯოლიმ განაახლა ლარა კროფტის როლი ფილმში "ლარა კროფტი სამარხების მძარცველი: სიცოცხლის აკვანი". სიქველი არ იყო ისეთივე შემოსავლიანი, როგორც ორიგინალი ფილმი და მან მსოფლიო მასშტაბით 156 მილიონი $–ი მოიტანა. მოგვიანებით, ამავე წელს, ანჯელინა გამოჩნდა ფილმში "საზღვრებს მიღმა", რომელიც აფრიკაში მყოფი დამხმარე მუშაკების შესახებ მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა რომ ეს ფილმი ერთგვარად ირეკლავდა მსახიობის ცხოვრებისეულ ინტერესს საქველმოქმედო საქმეების ხელის შეწყობის მიმართ, ის მაინც კრიტიკულად და ფინანსურად წარუმატებელი გამოდგა. Los Angeles Times–მა დაწერა: "ჯოლის, როგორც მან ეს გააკეთა თავის ოსკარით დაჯილდოვებულ როლში ფილმიდან "გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს", შეუძლია მოიტანოს ელექტრობა და დამაჯერებლობა როლებში, რომელთაც გააჩნიათ რეალობა, რომლის აღქმაც მას შეუძლია. მას ასევე ძალუძს აკეთოს ლარა კროფტის ფილმები და ცნობილი მულტფილმები, მაგრამ ჰიბრიდული გმირის საპყრობილე, ცუდად დაწერილი მუყაოსმაგვარი პიროვნება საჰაერო თავდასხმაში, სისხლისა და ნაწლავების სამყარო სრულიად აბეჩავებს მას".

2004 წელს ანჯელინამ ითამაშა ითან ჰოუკთან ერთად ტრილერში "ცხოვრებათა მიტაცება". მან განასახიერა ილეანა სკოტი.



ჯონი დეპი

ჯონ ”ჯონი” ქრისტოფერ დეპი II (John "Johnny" Christopher Depp II) (*9 ივნისი, 1963) — ამერიკელი მსახიობი.


angelina de holie sow დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს ამერიკის პატარა ქალაქ ოვენსბოროში (მამა ინჟინერი, ხოლო დედა ოფიციანტი). როცა ჯონის შეუსრულდა 7 წელი,მისი ოჯახი გადავიდა ფლორიდაში, სადაც მის მამას შესთავაზეს ახალი სამსახური. ხშირმა გადასვლებმა ქალაიდან ქალაქში და აგრეთვე ბაბუის სიკვდილმა ჯონის ფსიქიკაზე საგრძნობლად იმოქმედა და ის სკოლაში დადიოდა სრულიად უინტერესოდ.12 წლიდან დაიწყო სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლური სასმელების დალევა. სიტუაცია გაართულა მშობლების დაშორებამ: 15 წლის დეპმა დაიწყო ნარკოტიკების მიღება და მაშინვე გააგდეს სკოლიდან.

ჯონიმ მალევე იპოვა ახალი გასართობი - მუსიკა: ჯონის დედამ უყიდა იაფფასიანი ელექტრო გიტარა, ჯონიმ თვითონვე ისწავლა ინსტრუმენტზე დაკვრა და დაიწყო მოღვაწეობა მოყვარულების ჯგუფში. ახალგაზრდა როკერებმა კონცერტებიდან დაიწყეს თავისი ჰონორარების შეგროვება, ჯონის სერიოზულადაც ფიქრობდა რომ გაეგრძელებინა ტავისი მუსიკალური კარიერა. მაგრამ ჯგუფის საქმეები არცთუისე კარგად მიდიოდა, ბიჭებს უხდებოდათ ფულის შეგროვება სხვადასხვა ქალაქევბში და ბოლოს შეწყვიტეს თავიანთი მოღვაწეობა, ისე რომ ბოლოს მაინც ვერ მიაღწიეს პოპულარობას.

იმავე წელს ჯონი დაქორწინდა ვინმე ლორი ელისონზე რომელმაც გააცნო ნიკოლას კეიჯი. ჯონის გარეგნობა, მისი გამოხედვა და მანერებმა დიდი გავლენა მოახდინა ნიკოლასზე და მან ჯონი გააცნო თავის აგენტს. შედეგად მომავალმა მსახიობმა მიიღო თავისი პირველი როლი უეს კრავენის ფილმში "A Nightmare On Elm Street". ტავისი პირველი ჰონორარი დეპმა დახარჯა სამსახიობო გაკვეთილებში, რის შემდეგაც მან შეძლო მიეღო მონაწილეობა ოსკაროსან ფილმში "Platoon" (რეჟ. ოლივერ სტოუნი)

ახალგაზრდა მსახიობი თავისუფალ დროს უკრავდა როკ ჯგუფში სახელად "Rock City Angels". ფილმ "Platoon"-ის გადაღების შემდეგ დეპს მალევე შესტავაზეს დეტექტივის როლი სერიალში "21 Jump Street". მაგრამ მსახიობმა ცივი უარი განაცხადა ტელესერიალში გადაღებაზე. ამ როლზე აყვანილი იქნა სხვა მსახიობი, მაგრამ ეს მსახიობი არ მოეწონათ სტუდიის ხელმძღვანელებს და რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ სთხოვეს ჯონის რომ მიეღო მონაწილეობა სერიალში. ამჯერად ჯონის აგენტებმა შეძლეს მისი დათანხმება რომ მიეღო მონაწილეობა სერიალში. სერიალი გახდა ჰიტი, და დეპი - მაყურებლის სიმპატია. 1990-ს გამოვიდა ორი ფილმი ჯონი დეპის მონაწილეობით: "Edward Scissorhands" (ტიმ ბარტონი) და "Cry Baby".

ჯონის კინოკარიერა უფრო და უფრო უკეთესობისკენ მიდიოდა - როლები ფილმებში "What's Eating Gilbert Grape?" და "Arizona Dreaming" კარგად იყო შეფასებული კრიტიკოსების მიერ, შემდეგ მოყვა კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარი ტიმ ბარტონთან, ფილმი - "Ed Wood", რომელშიც მსახიობა მარტინ ლანდაუმ აიღო ოსკარი.

1995 წეკლს გამოსული ფილმი "Don Juan de Marco" სადაც დეპმა შეასრული ბრწყინვალე დუეტი მარლონ ბრანდოსთან ერთად, არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით როცა "Dead Man" აღიარებული იქნა მე-20 საუკუნის ერთერთ საუკეთესო შედევრად, სწორედ ამის შემდეგ აღიარეს ჯონი ერთადერთ საუკეთესო მსახიობად.

1998 ის დაშორდა თავის ცოლს კეიტ მოსს, რომელტანაც 4 წელი ცხოვრობდა, ჯონიმ მალევე გაიცნო ერთერთ წვეულებაზე ახალგაზრდა ფრანგი მომღერალი/მსახიობი ვანესა პარადი, და დაპყრობილი იქნა მის მიერ ერთხელ და სამუდამოდ. შეყვარებულები გადავიდნენ ფლორიდაში რათა დაეწყოთ იქ ახალი ცხოვრება, მალე მათ გაუჩნდათ შვილი - ლილი პოუზ მელოდი დეპი.

90 წლების დასასრულში ჯონიმ იტამაშა მრავალფეროვანი როლები სხვადასხვა ფილმებში: მან გააოცა ყველა თავისი როლით ფილმში "Fear And Loathing In Las Vegas", შემდეგ ის გადაიქცა წიგნების გამყიდველად სატანის ძებნაში, რომან პოლანსკის ფილმში "9th gate". 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფანტასტიკა "Astronaut's Wife" და აგრეთვე სიგიჟემდე ლამაზი ფილმი "Sleepy Hollow" რომელიც გახდა კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი ტიმ ბარტონთან ერთად.


სელენა გომეზი


სელენა გომეზი


სელენა მარია გომესი (დ. 1992 წლის 22 ივლისს) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია, როგორც ალექს რუსო დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“. ამას გარდა მას მთავარი როლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი,“ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, „პრინცესების დაცვის პროგრამა,“ „რამონა და ბიზუსი,“ „მონტე–კარლო.“

სელენას მუსიკალური კარიერა ასევე წარმატებული აღმოჩნდა. 2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene,“ რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell,“ „A Year Without Rain“ და „When The Sun Goes Down.“ 2008 წლიდან სელენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩია

ადრეული ცხოვრება 

სელენა დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის არის ყოფილი თეატრის მსახიობის – მენდი ტიფისა – და რიკარდო გომესის შვილი. მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, ხოლო დედას იტალიური ძირი აქვს. მენდი ტიფი სულ 16 წლის იყო როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღეს სელენას მამინაცვალია. გოგონა ხშირად დადიოდა დედასთან თეატრში რეპეტიციების დროს, რამაც გადააწყვეტინა, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა გამხდარიყო და არანაირი სხვა პროფესია არ სურდა.
სამსახიობო კარიერა
2002–06: „ბარნი და მეგობრები“
სელენამ სამსახიობო კარიერა შვიდი წლის ასაკში დაიწყო, გაიანას როლის შესრულებით სერიალში „ბარნი და მეგობრები.“ იგი ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა სერიალებში, სადაც ჰქონდა მცირედი როლები. 2004 წელს იგი დისნეიმ აღმოაჩინა. ამის შემდგომ სელენა გამოჩნდა სერიალში „ჰანა მონტანა“. ამ წლებში ასრულებდა მცირე როლებს ფილმებსა და სერიალებში, შოუებში, რითაც ფართო საზოგადოებას თავი გააცნო.
2007–09: „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“

2007 წელს სელენა გამოჩნდა დისნეის სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, ალექს რუსოს როლში. სერიალი 6 მილიონამდე ადამიანმა ნახა და შეიყვარა, ხოლო სელენას ახალ მაილი საირუსად მოიხსენიებდნენ. ამ სერიალმა სელენას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა.

2008 წელს სელენა გადაიღეს ფილმში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი“, სადაც შეასრულა მთავარი როლი დრიუ სილისთან ერთად. ამავე წელს გაახმოვანა ანიმაციური ფილმი „ჰორტონი“.

2009 წელს სელენამ დემი ლოვატოსთან ერთად მცირე როლი შეასრულა დისნეის სერიალში „სანის აქვს შანსი“, ამის შემდგომ კი დემი და სელენა გადაიღეს ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა“, რომელიც მსახიობის კარიერაში ასევე წარმატებული აღმოჩნდა. ფილმის პრემიერიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო გადაღებები სრულმეტრაჟიანი ფილმისა ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან, რომელიც 11.4 მილიონმა ადამიანმა ნახა.
2010 წლიდან დღემდე 
ფილმის „რამონა და ბიზუსი“ პრემიერა 2010 წლის 23 ივლისს შედგა, მანამდე კი, 2010 წლის მარტში დაიწყო გადაღებები მორიგი ფილმისა:„ მონტე–კარლო“. ამ ფილმში სელენამ მთავარი როლი შეასრულა ლეიტონ მისტერთან და კეტი კესიდისთან ერთად. იგი თამაშობს გრეისისა და კორდილეას როლებს, რომლებიც ფილმში ერთმანეთის ორეულები არიან. საბოლოოდ ფილმის პრემიერა 2011 წლის 1 ივლისს შედგა. ამავე წლის 14 მაისს დასრულდა სერიალის „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“ მეოთხე დასკვნითი სეზონის გადაღებები.

2011 წლის 19 ივნისს სელენამ უმასპინძლა MuchMusic-ის ვიდეოების დაჯილდოებას,ხოლო 2011 წლის 6 ნოემბერს,ბელფასტში,ჩრდილოეთ ირლანდიაში, MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოებას,სადალ შეასრულა თავისი ჯგუფის ახალი სინგლი "Hit The Lights"
მუსიკალური კარიერა 
2009 წელი: სოლო კარიერა

2008 წელს სელენამ ჩაწერა სიმღერა "Cruela De Vill," შემდეგ კი მასზე კლიპიც გადაიღო დისნეის ალბომისათვის "DisneyMania 6." მან ასევე ჩაწერა სამი საუნდრეკი ფილმისათვის "კიდევ ერთი კონკიას ისტორია." სელენამ ასევე ჩაწერა სიმღერა "Fly To Your Heart" და გადაიღო კლიპი ანიმაციური სერიალისთვის "Tinker Bell." 2008 წლის ივლისში, მეთექვსმეტე დაბადების დღემდე, გააფორმა კონტრაქტი "Hollywood Records"-თან. 2009 წელს ჩაწერა დუეტი დემი ლოვატოსთან ერთად სიმღერაზე "One And The Same," ფილმისათვის "პრინცესების დაცვის პროგრამა." შემდეგ მომღერალმა ჩაწერა 4 სიმღერა რომლის ერთ-ერთი მათგანიც გახდა სერიალის "ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" საუნდრეკი. ამავე წლის მაისში სელენამ ჩაწერა დუეტი ცნობილ ჯგუფთან "Forever the Sickest Kids" სიმღერაზე "Whoa Oh!".

ჯგუფი შეიქმნა 2009 წელს, ვოკალისტი არის სელენა გომესი, ისენ რობერტსი უკრავს გიტარაზე,ჯოი კლემენტი - ბასზე, გრეგ გარმენი - დასარტყამ ინსტრუმენტებზე ,ხოლო დეინ ფორესთი - კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. მათი პირველი სადებიუტო სტუდიური ალბომი იყო "Kiss & Tell," რომელიც გამოვიდა 2009 წლის 29 სექტემბერს. 2010 წლის 5 მარტს ეს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ, ხოლო სინგლი "Naturally" 15 ივლისს პლატინის ხარისხით. მეორე ალბომი "A Year Without Rain" გამოვიდა 2010 წლის 17 სექტემბერს, ამ ალბომის დებიუტი ბილბორდ 200–ში მე–4 ადგილზე გავიდა. პირველ კვირაში ალბომის 66,000 ასლი გაიყიდა. 2011 წლის იანვარს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით. ბენდის მესამე ალბომი "When the Sun Goes Down," წინა სახელწოდებით "Otherside," გამოვიდა 28 ივნისს.ალბომის პირველი სინგლი "Who Says" გამოვიდა 14 მარტს, ხოლო მეორე სინგლი – "Love You Like a Love Song" 17 მარტს. 2011 წლის 15 აპრილისთვის ბენდს სულ გაყიდული აქვს 1,354,000 ალბომი
http://ka.wikipedia.org/wiki/სელენა_გომესი